სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ტანკერი, რომელზეც ერთი ქართველი მეზღვაური ოლეგ ნოდია იმყოფებოდა გათავისუფლებულია. ტანკერზე ნოდიას ეკიპაჟის 32 წევრი იყო. მეკობრეებმა ის გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
41 წლის ბათუმელი მეზღვაური ამ დროისთვის უსაფრთხოდ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის გათავისუფლება ტუნისის ხელისუფლებისა და მეკობრეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გამოსასყიდის სახით მეკობრეებმა 2 მილიონი დოლარი მიიღეს.
სომალელი მეკობრეების ტყვეობაში დღემდე რჩება 16 საქართველოს მოქალაქე.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც ქართველები იმყოფებოდნენ, მეკობრეებმა გასული წლის შემოდგომას აიყვანეს.