საპარლამენტო ოპოზიცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბალიანის იმპიჩმენტის საკითხს ერთობლივად დააყენებს.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის განახლების შემდეგ ოპოზიცონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
მისის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ერთიანობას მიესალმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტმა "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაყენებული სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის იმპიჩმენტი 70 ხმით 10 ხმის წინააღმდეგ ჩააგდო.