თბილისში 35-ე სპორტული სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკაზიბეულია.
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლის ეზოში 30 კვადრატულ მეტრზე ცეცხლი შუადღისას გავრცელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შესძლეს. დროულად მოხდა ბავშვების ევაკუაციაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა.