უბედური შემთხვევა ესპანეთში. სარაგოსაში მოხუცებულთა თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა, 12-მა კი სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ცნობილიმექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ (ელ ჩაპო) გუსმან ლოერა ციხიდან კიდევ ერთხელ გაიქცა. ბოლოს ის სათვალთვალო კამერამ საკანში დააფიქსირა, როდესაც სააბაზანოში გაყვანას ითხოვდა. ალმოლოია-დე-ხუარესის სასჯელთარსრულების დაწესებულება მექსიკაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ციხედ ითვლება, თუმცა პატიმარმა ციხიდან გაღ...
მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის სა...
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო - "ბიძინა წადი". "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთისა და "თავისუფალი ზონის" წევრებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია საქართველო რუსეთს გადააბაროს. მათი განცხადებით, დღევანდელი...
პამპლონას ტრადიციული ფესტივალი სენ-ფერმინში კურიოზით დასრულდა. ერთ-ერთმა ხარმა სადგომიდან გამოშვების შემდეგ ოციოდე მეტრი გაირბინა, შემდეგ კი უკან, სადგომში შებრუნდა. 850 მეტრიანი რბოლა ესპანეთში ყოველწლიურად იმართება. ხარები ტურისტების მასას მისდევენ, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება. წლევანდელ რალიში 4 ტურ...
დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ედვარდ სნოუდენს რუსეთიდან ჩამოიყვანს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა „ვაშინგტონ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მქონდა რუსეთთან საქმე და ვიცი, როგორ მივაღწევ ამას. სნოუდენის ჩამოყვანის საკითხს პრეზი...
სირიელ ლტოლვილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, ქვეყნის შიგნით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 7, 6 მილიონამდე ადამიანს მოუხდა. სულ კი სამოქალაქო ომმა სირიაში 200 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
ბრიუსელის სამიტი, რომელზეც დღეს საბერძნეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, გადაიდო. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ათენის მიერ შეთავაზებული წინადადებათა პაკეტი უნდა განეხილათ, რის შემდეგაც ცნობილი გახდებოდა, უნდა ჰქონდეს თუ არა ათენს ევროკავში...
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციელებს დამატებითი ჯებირების გამოყენება უწევთ. თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ურიგოდ გაუშვან. ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკთან მდებარე 12 სალაროში ერთდრო...
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსების მიერ სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი ამისთვის მაღალ საფასურს იხდის. აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შესახებ საერთაშორისო საზ...
საბერძნეთის ბედი დღეს გადაწყდება. ათენის მიერ შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტს ბრიუსელის სამიტზე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, უნდა ჰქონდეს თუ არა ათენს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორთა დახმარების იმედი. სამიტამდე კი საბერძნეთის საკითხზე დღეს ევროჯგუფის...
უკრაინის მემარჯვენე ფრონტის ლიდერი თანამებრძოლებს საპროტექტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. დიმიტრი იაროში ზაკარპატიეში მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორთა დასჯას და შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის გათავისუფლებას მოთხოვს. ვითარება ქალაქ მუკაჩევოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მემარჯვენე სექტორის მებრ...
ამ დროისთვის სუპერ თასის მატჩზე დასასწრები 2 ათას 300 ბილეთია გაყიდული, -ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, ბილეთების გაყიდვა ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა როგორც გაყიდვების ტემპი დაბალია და ასე თუ გაგრძელდა შესაძლოა ყველა ბილეთის გაყიდვა დღეს ვერ მ...
ქაიროში იტალიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღო. ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ინფორმაციით, ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაშავებულებს შორის პოლიციის ორი თანამშრომელია.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია “ასტანა ექსპო –2017″ თანამშრომელი აღარ არის. საინფორმაციო პორტალი BPI ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქობალიას “ასტანა ექსპო 2017″-ის თავჯდომარის მოადგილის პოსტი 4 თვის განმავლობაში ეკავა. ყაზა...