უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციელებს დამატებითი ჯებირების გამოყენება უწევთ. თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ურიგოდ გაუშვან.
ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკთან მდებარე 12 სალაროში ერთდროულად, 09:00 საათზე დაიწყო. სულ, 22 089 ბილეთი გაიყიდება. თითო ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.