ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ. აქვიის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
აქციის სლოგანია - "საქართველო ივანიშვილის გარეშე, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".
დემონსტრანტები სკანდირებენ: „დიდება საქართველოს“, „ერთიან, ეროვნულ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“.