სირიელ ლტოლვილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, ქვეყნის შიგნით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 7, 6 მილიონამდე ადამიანს მოუხდა. სულ კი სამოქალაქო ომმა სირიაში 200 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.