დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ედვარდ სნოუდენს რუსეთიდან ჩამოიყვანს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა „ვაშინგტონ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მქონდა რუსეთთან საქმე და ვიცი, როგორ მივაღწევ ამას. სნოუდენის ჩამოყვანის საკითხს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ძალიან ხისტად მივუდგები,“-აღნიშნა ტრამპმა. დაზვერვის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს ბრალი საიდუმლო მასალების გასაჯაროებაში ედება, რის გამოც მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის. ამჟამად ის თავს რუსეთს აფარებს.