ქაიროში იტალიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღო. ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ინფორმაციით, ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაშავებულებს შორის პოლიციის ორი თანამშრომელია.