ამ დროისთვის სუპერ თასის მატჩზე დასასწრები 2 ათას 300 ბილეთია გაყიდული, -ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, ბილეთების გაყიდვა ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა როგორც გაყიდვების ტემპი დაბალია და ასე თუ გაგრძელდა შესაძლოა ყველა ბილეთის გაყიდვა დღეს ვერ მოხერხდეს.
სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ყველა ბილეთი დღეს ვერ გაიყიდება ეს პროცესი სავარაუდოდ შემდეგ კვირა დღეს გაგრძელდება. დღეს კი ბილეთების გაყიდვა 21:00 საათზე დასრულდება.
ეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ გასაყიდი 21 048 ბილეთი დარჩა. მონაცემები ვაკის პარკში დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზეა დაფიქსირებული. სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.