პამპლონას ტრადიციული ფესტივალი სენ-ფერმინში კურიოზით დასრულდა. ერთ-ერთმა ხარმა სადგომიდან გამოშვების შემდეგ ოციოდე მეტრი გაირბინა, შემდეგ კი უკან, სადგომში შებრუნდა. 850 მეტრიანი რბოლა ესპანეთში ყოველწლიურად იმართება. ხარები ტურისტების მასას მისდევენ, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება. წლევანდელ რალიში 4 ტურისტი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაციოა დასჭირდა.