საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია “ასტანა ექსპო –2017″ თანამშრომელი აღარ არის. საინფორმაციო პორტალი BPI ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქობალიას “ასტანა ექსპო 2017″-ის თავჯდომარის მოადგილის პოსტი 4 თვის განმავლობაში ეკავა.
ყაზახური პრესის ინფორმაციით ქართველი ეკონომისტი ასტანაში 2015 წლის მარტში ჩავიდა. ქობალას “ასტანა ექსპო –2017″ – წამოსვლის მიზეზი არ სახელდება. ამჟამად კომპანიის დროებითი მმართველი ადილბეკ ჯექსიბეკოვია.
ჯექსიბეკოვი ამავდროულად ქალაქ ასტანის ერთ-ერთი ხელმძღვანელიცაა.” საგულისხმოა, რომ “ასტანა ექსპო –2017″ –ს ყოფილი ხელმძღვანელი ტელგატ ერმეგიაევი შინაპატიმრობაში იმყოფება. მას სხვისი ქონების დიდი ოდენობით მითვისება –გაფლანგვას ედავებიან.