საქართველო სოხუმსა და მოსკოვს შორის ფრენებზე რუსეთის მიერ ნებართვის გაცემას საერთაშორისო ავიაციის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასებს.
როგორც საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, სოხუმის აეროპორტისთვის არანაირი საერთაშორისო ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოდის მინიჭება არ მომხდარა, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია.
" ICAO -მ არაერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ერთიანი საჰაერო სივრცე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისულფება სოხუმის "ბაბუშერას~ აეროპორტში არალეგალურ ფრენებს მოსკოვის გარეუბნიდან სამხედრო შეიარაღებული ძალების სამგზავრო თვითმფრინავით აპირებს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ICAO -ს მხრიდან, რუსეთის მიერ მსგავს ფრენებზე ნებართვის გაცემა შეფასდება, როგორც საერთაშორისო ავიაციის კონვენციის, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღევა.