პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი მიესალმა შაბათს ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას, მაგრამ აღნიშნა, რომ მათი გათავისუფლების კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ ისინი დასუსტებულები არიან, "ყურადღების გარეშე არ დარჩება".
„შოკისმომგვრელი კადრები, რომლებსაც დღეს შევესწარით, უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადეს პრეზიდენტის ოფისში.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ. რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, პირობა დადო, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასს“ გაანადგურებს და ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილ ყოველ ისრაელელს დააბრუნებს.
ის, რომ ელი შარაბი, ოჰად ბენ ამი და ორ ლევი, ცუდად გამოიყურებიან, მიუთითებს იმაზე, რომ „ჰამასის“ თითქმის 500-დღიანი ტყვეობის განმავლობაში მათ სავარაუდოდ, აშიმშილებდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რას წარმოადგენენ „ჰამასის“ მონსტრები. ისინი იგივე მონსტრები არიან, რომლებმაც დახოცეს ჩვენი მოქალაქეები და იძალადეს [ისრაელელ] მძევლებზე". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამ ეტაპისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა“ დააბრუნა ისრაელის ცამეტი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე, სანაცვლოდ კი, ისრაელმა 583 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა.