აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პოლ ენგელმაიერმა ილონ მასკსა და მისი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დროებით შეუზღუდა სახაზინო დეპარტამენტის გადახდის სისტემებთან წვდომა
გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც 19 შტატის დემოკრატი გენერალური პროკურორის კოალიციამ შეიტანა სარჩელი. იუწყება Reuters.
მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის არასწორად გამჟღავნების რისკი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მასკმა და მისმა გუნდმა შეიძლება შეაფერხოს ფედერალური დაფინანსება ჯანდაცვის კლინიკებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, კლიმატის ინიციატივებისთვის და რიგი სხვა პროგრამებისთვის.
ასევე დოკუმენტის თანახმად, თავის მხრივ, ტრამპმა შესაძლოა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია თავისი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად.
მოსამართლის განცხადებით, გარდა ამისა, დეპარტამენტის წვდომა ამ სისტემებზე ქმნის კიბერუსაფრთხოების რისკს - დაუცველობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ცალკეული შტატებისა და აშშ-ის მოქალაქეების დაფინანსების დიდ რაოდენობას.
როგორც Reuters იტყობინება, ის ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაინიშნა.
ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, მასკის გუნდის რამდენიმე წევრს, რომლებიც, მასკის მსგავსად, მთავრობის სპეციალურ თანამშრომლის სტატუსით მუშაობენ, აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა უკვე შეზღუდული ჰქონდათ. თუმცა ენგელმაიერის ბრძანებამ, სულ მცირე, 14 თებერვლამდე წვდომა დაუბლოკა მასკთან დაახლოებულ სხვა მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა "სპეციალურ თანამშრომლებსაც".
მოსამართლემ აღნიშნულ სისტემებსა და მონაცემებზე წვდომის უფლება დაუტოვა მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ეს საქმიანობისთვის ესაჭიროებათ და "გავლილი აქვთ ფონური და უსაფრთხოების შემოწმება და ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგები", რომლებიც კანონითა და რეგულაციებითაა გათვალისწინებული.
მომდევნო სხდომა 14 თებერვალს გაიმართება და მას სხვა მოსამართლე წარმართავს.