აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს ბრიტანეთის პრინც ჰარის ქვეყნიდან დეპორტაციას. ამის შესახებ მან გამოცემა The New York Post-ს განუცხადა.
ტრამპი ამბობს, რომ ის ამით არ არის დაინტერესებული.
„არ მინდა ამის გაკეთება. მე მას თავს დავანებებ. მას ცოლის [მეგან მარკლი] გამო პრობლემები ისედაც არ აკლია, ის საშინელია", - თქვა ტრამპმა.
გამოცემის თანახმად, ჰარის საიმიგრაციო სტატუსი ვაშინგტონში სასამართლო განხილვის საგანია, რადგან ფონდ „მემკვიდრეობის“ მტკიცებით, მას შესაძლებელია დაემალა წარსულში ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, რაც მას აშშ-ის ვიზის მიღების უფლებას შეუზღუდავდა.
ტრამპმა ასევე შეაქო ჰარის უფროსი ძმა, პრინც უილიამი, რომელსაც იგი შეხვდა პარიზში დეკემბერში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე და მას შესანიშნავო ახალგაზრდა უწოდა.