მისი თქმით, ასე მოხდა კონდოლისა რაისის ვიზიტის დროს, როდესაც ვერც ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ვერ დააფიქსირა თავისი აზრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას.
ნათელაშვილის განცხადებით, შეხვედრას შეხვედრისათვის არანაირი აზრი არ აქვს.
"მე შევხვდები აშშ-ს პრეზიდენტს პირისპირ და არა კოლექტიური ჯგუფური წესით, როდესაც შეგვყრიან მთელ ოპოზიციას ერთად და დაგვიწესებენ საუბრის რეგლამენტს ორ ან სამ წუთს და ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ ახერხებს თავისი პოზიციის ჩამოყალიბებას, სტუმარი იღლება. ეს პრეცენდენტი მოხდა კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს, როდესაც ჩვენ ვერ მოვასწარით პოზიციების დაფიქსირება და ვერც მასპინძლებმა ვერ გაიგეს ვერაფერი. ამიტომ, შეხვედრას შეხვედრისათვის არანაირი აზრი არ აქვს მარტო იმიტომ, რომ შევაწუხოთ ბაიდენი ხელის ჩამირთმევით. არ შეიძლება შეხვედრა ტარდებოდეს კოლექტიური ჯოგური პრინციპით, როგორც ეს დამკვიდრდა საქართველოში. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე, დამოუკიდებელი ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა პარტნიორებმა პატივი უნდა გვცეს, როგორც ქვეყანას, როგორც ინდივიდებს და არ შეიძლება სრულიად განსხვავაებული ძალების შეყრა ერთად" _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები