“მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს მსგავსი პროტესტი და უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის - ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის და ეს არის გზა ხსნისა.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ.
“ჩვენ ვიცით ორი მთავარი თარიღი უახლოეს მომავალში - ერთი არის ცესკოს მიერ გამოცხადება ამ არჩევნების შედეგების და შემდგომ პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უფრო და ძლიერი უნდა იყოს პროტესტი და სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა პროტესტები ყოველთვის იქნება, მაგალითად ასეთი მსვლელობები, როგორიც დღეს არის. როგორც ჩვენს უკან ბანერზე ახლა წერია - საქართველო უნდა გამოვაღვიძოთ, რომ
ყველა მიხვდეს, რაც ჩვენს თავს ხდება ის ყველას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაინახონ ის მომავალი, თუ კი ასე დარჩება, რას უქადის თითოეულს, ამიტომაც სწორედ ეს სიტყვა გამოღვიძება მიმაჩნია სწორად, რადგანაც საზოგადოებას სჭირდება გამოღვიძება, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის და ეს არის გზა ხსნისა.” - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.