უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-С2“ და С-400 „ტრიუმფის“ სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა დააზიანეს. ზელენსკის შეფასებით, განადგურებული საჰაერო თავდაცვის ობიექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.
პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დარტყმა მიიტანეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე საწარმო „კამენსკის“ კომბინატზე, რომელიც რაკეტების წარმოებაში მონაწილეობს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედროებსა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებს განხორციელებული ოპერაციებისთვის.
ცნობისათვის, 1-ელ ნოემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ოთხი ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. უკრაინული მედიის ცნობით, დილის მდგომარეობით, ელექტროენერგია ასიათასობით ოჯახს არ მიეწოდებოდა.