რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარს უპასუხებს, რადგან მასთან საუბარზე უარი არასდროს უთქვამს.
უშაკოვმა ამის შესახებ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა. მას ჰკითხეს, უპასუხებს თუ არა პუტინი ზელენსკის ზარს.
„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უპასუხებს. პუტინს საუბარზე უარი არასდროს უთქვამს“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, ზელენსკი სხვადასხვა არხით გადასცემს სიგნალებს, რომ პუტინთან დიალოგისთვის მზად არის. უშაკოვმა უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ჩასვლაც შესთავაზა.
უშაკოვის თქმით, ზელენსკი სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემს სიგნალებს მოსკოვს პუტინთან დიალოგის სურვილის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, თუ უკრაინის ლიდერს საუბარი სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
„ის ხომ სხვადასხვა არხის საშუალებით გადასცემს სიგნალებს. თუ ასე ძალიან სურს საუბარი, ჩამოვიდეს“, - განაცხადა უშაკოვმა.
რუსული მედიის ცნობით, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა, დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში, პუტინს შეხვდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრება ფორუმს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლება გაიმართოს.