აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეჭვობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბრის შუა რიცხვებში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს დაესწრება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სამი ევროპელი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინი სამიტზე საჯაროდ მიიწვია, რუბიო ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლელ დიპლომატებთან პირად საუბრებში გამოთქვამდა ეჭვს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მიწვევას დათანხმდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე საჯაროდ მიიწვია, რუბიო ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლელ დიპლომატებთან პირად საუბრებში ეჭვს გამოთქვამდა, რომ პუტინი სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ატლანტაში სამმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მითხრა.
ევროპელმა დიპლომატებმა ამ საუბრების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, რომ რუბიოს არ სჯერა, რომ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევას 2027 წლის გაზაფხულამდე დათანხმდება", - წერს ჟურნალისტი.