მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დათვლილია საარჩევნო უბნების 90% პროცენტზე მეტი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა 50.35% მიიღო მოლდოვის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, პრორუსმა ალექსანდრ სტოიანგოლომ, ხოლო სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, პროევროპელმა მაია სანდუმ 49.70%.
აღსანიშნავია, რომ ხმების დათვლის პარალელურად, იზრდება მაია სანდუს პროცენტული მაჩვენებელი.
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ცხრა საათზე დაიხურა. არჩევნებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რამაც 54% შეადგინა.
დღეს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს ჩატარდა, სანდუმ ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ 25.98% მიიღო.
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მასობრივი ჩარევა მიმდინარეობს.