დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა 1 200-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში ევროპული ჯარების განლაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გეგმის დეტალები გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ რუსეთის დამშვიდებით მშვიდობის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ევროპისთვის „თვითმკვლელობას“ ნიშნავდა.
ეს გეგმა ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომელსაც ტრამპი განიხილავს, რომელმაც არჩევამდე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებდა ინაუგურაციამდე.
არჩეული პრეზიდენტის გეგმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის სამმა წარმომადგენელმა გააჟღერა, მოითხოვს ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გაყინვას და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების 20 წლით შეჩერებას.
სანაცვლოდ, აშშ მიაწვდის უკრაინას იარაღს, რათა რუსეთის მხრიდან ომის თავიდან დაწყება შეაჩეროს.
ამასთან, აშშ არ გაგზავნის სამხედროებს ბუფერული ზონის პატრულირებისთვის ან დასაცავად და არც დააფინანსებს მას.
თავად ტრამპს არასოდეს განუმარტავს, თუ რა სახის შეთანხმებას შეუძლია ომის დასრულება.