არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე, - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
"არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე. მაგრამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია. რატომ? შევხვდეთ და ვისაუბროთ! გეპატიჟებით თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში. ორშაბათს თავისუფალი იქნებით?", - წერს როთი X-ზე.
ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: "ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს", - თქვა კობახიძემ