საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ლიდერები აღნიშნავენ,ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
"ვიდრე საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ დაწყების მხარდამჭერები". - აცხადებენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები.