ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აღნიშნულია, რომ სროლის დროს, რომელიც ჩამოსვლის ზონაში მოხდა, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.
სროლის მიზეზები ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროდრომზე სროლა, სავარაუდოდ, ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება.