ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გასტანს.
წლევანდელ ფესტივალს არაერთი ცნობილი კინოვარსკვლავი სტუმრობს, სხვათა შორის, ანჯელინა ჯოლი, მონიკა ბელუჩი, უაინონა რაიდერი, კეიტ ბლანშები და ა.შ. ფესტივალს ასევე სტუმრობს სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.
კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომი, კიმენატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, უკვე გადაეცა ცნობილ ამერიკელ მსახიობს სიგურნი უივერს.
კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი თავმჯდომარეობს.
ფეტისივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში 21 ფილმი მონაწილეობს, სხვათა შორის ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის The Room Next Door ტილდა სუინტონისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით, ამერიკელი რეჟისორის ტოდ ფილიპსის "ჯოკერის" მეორე ნაწილი, ხოაკინ ფენიქსის და მომღერალ ლედი გაგას მონაწილეობით და ჩილელი რეჟისორის პაბლო ლარეინი "მარია" ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იზაბელ იუპერი
სიგურნი უივერი
ხატია ბუნიათიშვილი
რეჟისორი ტიმ ბარტონი და მსახიობი მონიკა ბელუჩი
კეიტ ბლანშეტი
ქეთრინ ო'ჰარა
მსახიობი და მოდელი ტეილორ რასელი
ჯენა ორტეგა
უაინონა რაიდერი
მოდელი ევა ჰერციგოვა
ანჯელინა ჯოლი