ჩვენ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დგას ტერორისტებთან , - ამის შესახებ „კოალიცია - საქართველოსთვის’ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
„მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, თუ როგორი ხელისუფლება გვყავს ჩვენ - ხელისუფლება და პრემიერმინისტრი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იდგა ირანში სამძიმარზე, ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერების გვერდით, სადაც ხმამაღლა იძახოდნენ: "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს". ეს არის ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას ჰყავს; ხელისუფლება, რომელიც დგას ტერორისტებთან და, შესაბამისად, იმ ძალებთან, რომლებსაც არ უნდათ საქართველო იხილონ არც ევროკავშირში, არც თავისუფალი და არც დამოუკიდებელი. ეს არის ხელისუფლება, რომლის წევრებსაც სხვადასხვა ქვეყნის ნორმალური, ცივილური ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, მთელი პროტესტი უნდა გადმოვიდეს ხალხის ხელში, თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მივცეთ ნამდვილად ძლიერი მომავალი და თავისუფლების განცდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.