32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტურნირის მოგება შეძლო. ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 133 250 დოლარი) ფინალში იაპონელი, ტარო დანიელი დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.
ამჟამად, ბასილაშვილი ლაივ-რეიტინგში 254-ე ადგილს იკავებს. სეულის ჩელენჯერის მოგების შემდეგ კი 213-ე ადგილზე გადაინაცვლებს.