მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.
მოქალაქეების განცხადებით, ორბელიანების სასახლესთან მისვლა ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა.
შეგახსენებთ, დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.