დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით სუს-ის შენობასთან შეჩერდნენ.
გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველას მოუწევს მოქალაქეებისთვის წართმეულის დაბრუნება.
„საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსოვდეთ, ემსახურეთ საქართველოს, გაანებეთ თავი ივანიშვილს. ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს. დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო. საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში“, – აღნიშნა გვარამიამ.