29 იანვრს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში საჯარო ლექციების კურსი "ფიროსმანი-150" გაიმართება.
ლექციების კურსს ჩაატარებენ: დიმიტრი თუმანიშვილი- ფიროსმანის ნამუშევრების ქრონოლოგიის საკითხზე; თეო ხატიაშვილი- გაცპოცხლებული სურათების სტატიკური დინამიკა; გოგი ხოშტარია- უახლესი დროის მხატვრების ძირითადი მახასიათებლები, ქართული მხატვრული რეალობა მოდერნიზმის ეპოქაში; გიორგი პაპაშვილი- ფიროსმანი-მედიუმი და ფიროსმანი და მისი ეპოქა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. პირველად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს საზოგადოება 1913 წელს მოსკოვში გამართულ ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო. გასული საუუკუნის დასაწყისიდან ფიროსმანის შემოქმედება არაერთხელ იყო წარმოდგენილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ლიტვის, ბელორუსიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების საგამოფენო სივრცეებში.
საიუბილეო გამოფენის ფარგლებში საჯარო ლექციების კურსი "ფიროსმანი-150" 3 თებერვალს დაიხურება.