რომის პაპმა ლეო XIV-მ ოკუპირებული ოლეშკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის დასრულებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მშვიდობის მისაღწევად ახალ ინიციატივებს შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ რომის პაპმა 1-ელ ნოემბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტრადიციული საკვირაო ლოცვის განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოლეშკის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა. გამოვთქვამ იმედს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა, რომელმაც ჰუმანურობის ეს აუცილებელი ჟესტი შესაძლებელი გახადა, ხელს შეუწყობს დიალოგისკენ სწრაფვის განმტკიცებას და მშვიდობის სასარგებლოდ ახალ კონკრეტულ ინიციატივებს გამოიწვევს“, - განაცხადა ლეო XIV-მ.
შეგახსენებთ, მანამდე, რომის პაპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება იყო.
ოლეშკიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია დროებითი ზავის შედეგად გახდა შესაძლებელი. უკრაინის მოქალაქების ბელარუსში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.