ბრუს უილისს "ცოდვების ქალაქის" გაგრძელებაში გადაიღებენ.
ჭორები მსახიობის დაბრუნებაზე, რომელიც ადრეც გავრცელდა,ფილმის რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა დაადასტურა. უილსი კვლავ ითამაშებს ჰარტიგანის - პატიოსანი პოლიციელის როლს, რომელიც უსამართლოდ იჯდა ციხეში ბავშვების მკვლელობის ბრალდებით.
ცოტა ხნის წინ ასევე გახდა ცნობილი, რომ "ცოდვების ქალაქი 2"-ში ითამაშებენ რეი ლიოტა, ჯუნო ტემპლე და ჯერემი პივენი. სცენები მათი პერსონაჟებით სასწრაფოდ გადაიღეს. პირველი ფილმიდან საკუთარ როლებს დაუბრუნდნენ: მიკი რურკი, კლაივ ოუენი, ჯესიკა ალბა, როზარიო დოუსონი და ჯეიმი კინგი.
მსახიობთა შემადგენლობას დაემატა ჯოშ ბროლინი და ჯოზეფ გორდონ-ლევიტი.
როდრიგესმა ისაუბრა პერსონაჟზე, რომელსაც გორდონ-ლევიტი ითამაშებს: ის თვითდაჯერებული მოთამაშეა, რომელიც ცდილობს ცოდვების ქალაქში გააცუროს მთავარი არამზადა თავისავე მოედანზე.
ნოველას ამ პერსონაჟით სათაურად "გრძელი მძიმე ღამე" შეურჩიეს და როგორც სათაური მიანიშნებს იღბალი სწრაფად ტოვებს მთავარ გმირს.
"მაყურებელს აუცილებლად უნდა მოეწონოს პერსონაჟი, რათა შემდგომ დაიწყოს ფიქრი: "ო, არა უბრალოდ მას არ დაუშავდეს არაფერი".- მიანიშნა როდრიგესმა
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღება უკვე მიმდინარეობს, მსახიობთა შერჩევა გრძელდება. ფილმის "ცოდვების ქალაქი 2" მეორე რეჟისორი ისევე როგორც პირველი ნაწილის ორიგინალური კომიქსის ავტორი ფრენკ მილერია. ფილმის ერთ ერთი პროდუსერია ალექსანდრ როდნიანსკი. ფილმის ამერიკული პრემიერა 4 ოქტომბერს დაინიშნა.