რეჟისორი სტივენ სპილბერგი და მსახიობი ტონ ჰენკსი გახდებიან მეორე მსოფლიო ომზე შექმნილი ტელესერიალის აღმასრულებელი პროდუსერები, რომელიც ტელეარხ HBO-ზე გავა.
სპილბერგისა და ჰენკსის ახალი პროექტის სათაურია " საჰაერო ოსტატები". მასში მოგვითხრობენ აშშ-ს ლეგენდარული მერვე საჰაერო ძალების მფრინავ -ბომბდამშენებზე.
"საჰაერო ოსტატები" ტომ ჰენკსის და სტივენ სპილბერგის საომარ თემაზე შექმნილი მესამე ერთობლივი ტელეპროექტია HBO, -ზე.
პირველი მსგავს თემაზე შექმნილი სერიალი იყო "ძმები" (2001წელი), ეს არის სერიალი ამერიკელ დესანტებზე, რომლებიც მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ საფრანგეთში იბრძოდნენ.
მაშინ ისინი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები სრულმეტრაჟიანი ფილმის "გადაარჩინე რიგითი რაიანი" -ს წარმატების შემდეგ გახდნენ. ფილმი ნორმანდიაში შეჭრას მიეძღვნა.
დუეტის მეორე სერიალის პრემიერა "წყნარი ოკეანე" 2010 წელს შედგა. ორივე მინი სერიალში ათი ეპიზოდი შევიდა."ძმები" და"წყნარი ოკეანე" თბილად მიიღო მაყურებელმა და ტელეკრიტიკოსებმა. "წყნარი ოკეანე" 2010 წლის "ემი"-ს გამარჯვებული გახდა.
ისევე როგორც წინა ორ სამხედრო სერიალში "საჰაერო ოსტატების" შექმნაში მონაწილეობას ჰენკსის პარტნიორი გერი გეტცმანი მიიღებს. ადრე გავრცელებული ჭორი, რომ სერიალის რეჟისორი დევიდ ფინჩერი იქნება არ დასტურდება.
სერიალს "საჰაერო ოსტატები" საფუძვლად დაედო სიუჟეტი დონალდ ლ. მილერის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ეს არის ისტორიული რომანი, რომლის შექმნისას გამოყენებულ იქნა საარქივო მასალები და თვითმხილველთა მოგონებები. იტყობინებიან ასევე, რომ სცენარისათვის გამოიყენებენ სხვა წყაროებსაც, თუმცა ჯერჯერობით პროექტის ავტორემბმა მხოლოდ მილერის წიგნის ეკრანიზაციის მასალა შეიძინეს.
პროგნოზით სერიალს "საჰაერო ოსტატები" რეჟისორებისა და სცენარისტების იგივე გუნდი შექმნის, რომელიც წინა ორიმინი სერიალზე მუშაობდა, მუსიკას კვლავ ცნობილი კინოკომპოზიტორი ჰანს ციმერი დაწერს.