თევზსაჭერი გემ "ALBATROS-3"-ის კაპიტანმა, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) საპატრულო კატარღა P-001-მა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე (თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა), თევზსაჭერი გემი "ALBATROS-3" 11 დეკემბერს დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები