ოდესაში, გასულ ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, დაზიანებულია 21-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინები. ასევე დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომობილები.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ.