საქართველომ ნებაყოფლობით განაცხადა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „მმართველი პარტია საქართველოში კვლავ აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე ხელს უწყობს სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებას“.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე, სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულატორულ ნარატივებში და შეთქმულების თეორემებში, რომელიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის, რომ ისინი არ ახერხებენ, განახორციელონ საკვანძო, ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები. მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზას მიადგა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, კვლავ მყარია. ასევე უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავ მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის გაწევრიანებას, ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავ აღდგება.
საქართველომ ნებაყოფლობით განაცხადა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას, რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზია კანონის უზენაესობისა და შეზღუდვები მყარდება ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ყველაფერი ეს არის შედეგი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, პოლიტიკური არჩევანისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავ ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და კვლავ დაადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური ღირებულებების გზას. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისა კვლავაც უწყვეტია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
სინქრონული თარგმანი