,,ერგნეთის ბაზრის ამოქმედება საქართველოს ეკონომიკურ ზიანს მოუტანს"., _ აღნიშნულის შესახებ ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შარაშენიძის განმარტებით, ერგნეთის ბაზრის ამოქმედება საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მომტანი იქნება.
,,ჩემი აზრით, ერგნეთის ბაზრობა სოხუმი-თბილისის რკინიგზის პროექტისგან განსხვავებით საქართველოს ეკონომიკურ ზიანს მოუტანს. ამ ყველაფერს რა ფორმაც არ უნდა მოვუძებნოთ, მაინც გააჩენს ,,შავ ხვრელს" სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ეს არ მოიტანს გეოპოლიტიკურ ზიანს", _განაცხადა შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ერგნეთის ბაზრობის თემა ეკონომისტების გადასახედია.