სოხუმში ჩასულმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა შეხვედრების ორგანიზების ახალი წინადადებები წარადგინეს. თუმცა აღნიშნული წინადადებების არსის შესახებ ჯერ ჯერობით ცნობილი არაფერია.
"ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ ამ წინადადებებზე, ვინაიდან ისინი ჯერ ჩვენ პრეზიდენტთან უნდა განვიხილოთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.
"ცხადია, რომ კოსულტაციების ადრინდელ ფარმატში დაბრუნებას არც ჩვენ, არც სამხრეთ ოსეთი და არც რუსეთი არ ვაპირებთ. ამიტომაც თანათავმჯდომარეები ამჟამად ახალი კომპრომისული ვარიანტის ძიებით აიან დაკავებულნი",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, - "ჩვენ არ გვსურს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის დანგრევა რაღაც შეუთანხმებელი პოზიციის გამო".
ჩირიკბას თქმით, სეპარატისტები მეტს დისკუსებში მონაწილეობას ძველ ფორმატში ვერ გააგრძელებენ.
"ჩვენ ერთობლივად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და ეს ფორუმი მართლაც შედეგიანი გავხადოთ. ამისათის კი აუცილებელია დელეგაციების საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონემდე აწევა", _ განაცხადა ჩირიკბამ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც თანათავმჯდომარეები თავიანთ ახალ წინადადებებს მოლაპარაკებებს ფორმატთან დაკავშირებით ყველა მხარეს გააცნობენ, მოლაპარაკებების გამართვამდე ისინი მათ კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მიღებულ ფორმატს განიხილავენ.