2012 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1536 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1260 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (764 მლნ. აშშ დოლარი).
"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2377 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 7842 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წელს 5465 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.