ბათუმში, შსს-ს აჭარის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის სარკეების ქურდობის ფაქტზე, 1991 წელს დაბადებული გივი ა. დააკავეს.
ბრალდებულმა, მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე მოხსნა და ფარულად მიითვისა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, გივი ა.-ს თან სხვადასხვა მარკის ავტომანქანის 9 სარკე აღმოაჩნდა, რომლებიც მან ამავე ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანებიდან მოხსნა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით აღიძრა. გამოძიებას შსს-ს აჭარის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლები აწარმოებენ.