დავოსში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე -„ევროპული რენესანსის საფუძვლის ჩაყრა," სიტყვითაც გამოვა. დღესვე ბიძინა ივანიშვილი ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდება.
გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიშთან, ასევე ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ინდური კომპანია TATA-ს აღმასრულებელ დირექტორს მადჰუ კანანს, ლუკოილის გენერალურ დირექტორს ვაჰიტ ალეკპეროვს, „Black Stone" ჯგუფის გენერალურ დირექტორს სტივენ შვარცმანთს, „რუსჰიდროს" აღმასრულებელ დირექტორს ევგენი დოდს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე მიწვეულია J.P. Morgan-ის სახელით გამართულ მიღებაზე. ის ასევე დაესწრება Microsoft-ის საღამოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის პერსონალური მიწვევით იმყოფება.