ლეონარდო დი კაპრიომ გადაწყვიტა დიდი ხნით უარი თქვას კინომატოგრაფიულ პროექტებში მონაწილეობაზე და ფოკუსირება გარემოს დაცვაზე მოახდინოს. როგორც სააგენტო France-Presse იტყობინება, ამის შესახებ თავად მსახიობმა განაცხადა.
დი კაპრიომ განმარტა, რომ ორი წლის განმავლობაში სამ ფილმში გადაიღეს და თავს დაქანცულად გრძნობს. საუბარია კვენტინ ტარანტინოს "ჯანგოზე", ბაზ ლურმანის "უდიდესი გეტსბი" და მარტინ სკორსეზს " მგელი უოლ-სტრიტიდან"
"მსურს ცოტათი გავაუმჯობესო სამყარო. ვიფრენ მსოფლიოს გარშემო, გავაკეთებ კეთილ საქმეებს გარემოსთვის", - განაცხადა 38 წლის მსახიობმა.
დი კაპრიო ცნობილია როგორც "მწვანეთა" ინიციატივების დამცველი. Bild-თან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ იყენებს ელექტრომობილს და სახლის სახურავზე მზის ბატარეები დაამონტაჟა.