საქართველოში წელს 160 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში 100 ათას ტონა ციტრუსის მოსავალი მოვა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. მათი ინფორმაციით, 80 ათას ტონა მანდარინს აჭარაში მდებარე სამი ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს.
საერთო მოსავლიდან 45 ათას ტონას ექსპორტზე უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსსა და მოლდოვაში გაიტანენ. აჭარაში წელს არასტანდარტული მანდარინის ფასი 10 თეთრი იქნება, ჩვეულებრივი მანდარინის ფასი კი 40-50 თეთრის ფარგლებში იმერყევებს.
სამეგრელოში კი წელს 30-დან 40 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდელზე 5%-ით ნაკლებია. როგორც რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამეგრელო ციტრუსის მოსავლის სიმრავლით არ გამოირჩევა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემაც არ შეიქმნება. სამეგრელოში ციტრუს ძირითადად ინდმეწარმეები იბარებენ, ამიტომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მათთან მიმდინარეობს.