ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ახალი სერიალი გავა, რომელშიც მსახიობი კახა მიქიაშვილი ითამაშებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა განუცხადა, სერიალს "დეტქეტივები" ჰქვია.
"დეტექტივების" შესახებ პროდიუსერმა ლაშა გურგენიძემ დამირეკა და როლი შემომთავაზა. როგორც ვიცი, ეს ძველი სერიალი "დეტექტივების" არც გაგრძელება და არც მსგავსია. ჯერ გადაღებები არ დაწყებულა", - განაცხადა მიქიაშვილმა.
მიქიაშვილი თავისუფალი თეატრის დასის მსახიობია. ის გადაღებულია ფილმებში: "ომი და ქორწილი", "გარიგება 2", "ყველაფერი კარგად იქნება", "იდიოტოკრატია" და სხვა.