თბილისი.18.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რომში, ვილა გორდეზეს ბაღში, შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგმება. როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება რომის მერიის დახურულმა კომისიამ მიიღო.
რურუას განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის ბიუსტის შემდეგ მსოფლიო მოღვაწეთა ხეივანში ბიუსტი აღარ დაიდგმება.
ბიუსტს ქართველი მოქანდაკე შეასრულებს და იგი ვილა გორდეზეს პარკში წლის ბოლომდე დაიდგმება.
"იტალიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, დაასრულოს ამ პარკის განვითარება სწორედ დიდი შოთას ძეგლით, არის სერიოზული აღიარება და მიუთითებს, რომ საქართველოს მსოფლიო კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს~, _ დასძინა მინისტრმა.