პირველი სინოდი როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ "ტვ პირველს" განუცხადა.
„პირველი სინოდი, როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ, დავიწყებთ მეთოდოლოგიურად ყველა საკითხზე - იქ ბავშვის წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები. რა თქმა უნდა, განვიხილავთ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მისი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
„როგორ, რა პოზიცია მაქვს, რა პოზიცია მაქვს და რაც ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, დადებითი პოზიცია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან სინოდს „აუცილებლად, რა თქმა უნდა, ექნება“ რეკომენდაციები.