უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს.
„ხვალ მომლაპარაკებელთა ჯგუფისთვის მთავარი დღე იქნება. დღეს გაცვლის შესაძლებლობა განვიხილეთ. საუბარია 1000-1000-ზე, შესაძლოა, 1500-1500-ზე გაცვლაზეც. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დღის წესრიგით ამერიკელები რუსეთში გაემგზავრებიან.
მეორე საკითხი ტერიტორიებს შეეხებოდა, რომელიც რუსულმა მხარემ წამოჭრა. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია და ჩვენს მომლაპარაკებლებს ამის მანდატი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ევროპის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო.
ზელენსკის განცხადებით, ოთხშაბათს მოლაპარაკებებზე დამატებით განიხილავენ დეესკალაციის ზომებს, ენერგეტიკის საკითხებს, შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას.