რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევა „კიევის რეჟიმის მორიგი მასობრივი ტერაქტია, რომელიც ევროკავშირის ფულით ფინანსდება“.
„ევროვიზიის სიმღერების ფონზე კიევის რეჟიმმა, ევროკავშირის დაფინანსებით, მორიგი მასობრივი ტერაქტი ჩაიდინა“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვის მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე, მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები - მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები გახდა.
"ეს ტერაქტები, ისევე როგორც წინა შემთხვევები, ზელენსკისა და უკრაინული რეჟიმის დანაშაულებია, ასევე იმ კოლექტიური დასავლური უმცირესობის, რომელიც მათ აფინანსებს" - დაამატა მან.
მოსკოვი აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავზე 556 დრონი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან დაახლოებით 130 - მოსკოვის რეგიონში.